Sunday, March 6, 2016

მერვე დღე

ვისაუბრეთ მოსწავლეთა საჭიროებებზე, მაღალ სააზროვნო უნარებზე,მოსწავლეთა ინდივიდუალურ მიდგომებზე და დიფერენცირებულ სწავლებაზე. გავწერეთ დავალებები სუსტ და მაღალი აკადემიური მოსწრების  მოსწავლეებისათვის.პროექტის გეგმის შაბლონი შევავსეთ ბოლომდე,განახლებული გეგმა ავტვირთეთ ღრუბლებში,პორტფოლიო მივამაგრეთ ჩვენს ბლოგს და ბლოგის მისამართი გავუგზავნეთ ტრენერს.

Sunday, February 21, 2016

მეექვსე დღე

მეექვსე ტრენინგზე მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების ატვირთვა ღრუბლებში,გავუზიარეთ ტრენერს,მოვახდინეთ თითოეული ნამუშევრის დემონსტრირება და განხილვა,მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი.გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე,შევავსეთ პროექტის მოკლე შინაარსი,შეფასების ინსტრუმენტების მოკლე აღწერა და საბაზისო უნარ-ჩვევები.ჩვენი საქაღალდეები ავტვირთეთ ღრუბლებში.

Saturday, February 20, 2016

მეხუთე დღე

მეხუთე ტრენინგზე განვიხილეთ შეფასების ფორმები:ჩეკლისტები,რუბრიკები და უკუკავშირის ფორმები.ჩვენი პროექტისათვის შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ჩეკლისტი,ამ ჩეკლისტის მიხედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.დოკუმენტები შევინახეთ შესაბამის საქაღალდეებში.

Sunday, February 14, 2016

მეოთხე დღე

მეოთხე ტრენინგზე განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია.სახელმძღვანელოდან შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები და შევიტანეთ ჩვენს გეგმაში.გავაკეთეთ ონლაინ ტესტები ღრუბლებში მოსწავლეთა წინარე ცოდნის დასადგენად.

Saturday, February 13, 2016

მესამე დღე

გავიხსენეთ,თუ რა გავაკეთეთ წინა ტრენინგებზე.შევიმუშავეთ ჩვენი პროექტის მიზნები და შევიტანეთ გეგმის შაბლონში.განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვები,შევიმუშავეთ ჩვენი პროექტისათვის და ასევე  შევიტანეთ შაბლონში.ვიმუშავეთ ღრუბლებში,შევქმენით ვორდის დოკუმენტი,გავაზიარეთ და დავაკომენტარეთ.

Sunday, February 7, 2016

მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღეს ვისაუბრეთ პროექტით სწავლების მნიშვნელობაზე.დავამუშავეთ პროექტის თემები და იდეები,განვიხილეთ ჯგუფში და მივეცით ერთმანეთს რეკომენდაციები.გადმოვიტანეთ გეგმის შაბლონი ჩვენს საქაღალდეში და დავიწყეთ შევსება.მოვძებნეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები და გადმოვიტანეთ ჩვენს გეგმაში.ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო.

პირველი დღე

ტრენინგის პირველ დღეს ვისაუბრეთ ინტელის მეთოდით პროექტებით სწავლაზე, ვისწავლეთ სახელმძღვანელოს ნავიგაცია,განვიხილეთ პროექტის შაბლონი,ასევე განვიხილეთ ორი მზა პროექტი: "კონკია" და" რომეო და ჯულიეტა".გავიხსენეთ ბლოგის შექმნა,შევქმენით ჩვენი პროექტის საქაღალდე და გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.